Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სახელმწიფო ელექტროსისტემა" ენერგომომარაგების წუხანდელი შეფერხების მიზეზს განმარტავს


"ენგურჰესზე" სარემონტო სამუშაოები 20 იანვარს დაიწყო
"ენგურჰესზე" სარემონტო სამუშაოები 20 იანვარს დაიწყო

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის იმპორტის გაზრდას ხსნის „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციო და „ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასიის“ გაზსადენის აღდგენითი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის გამომუშავების შემცირებით.

„სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, ქვეყნის 1800 მგვტ. მოხმარება 70%-მდე იფარება იმპორტით, ასეთ რეჟიმში იმპორტის ავარიული შეწყვეტა კი, გავლენას ახდენს მომხმარებლის მომარაგებაზე.

წუხელ, ქვესადგურის „ახალციხე-500" მუდმივი დენის გარდამსახი სადგურის გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი. ენერგომომარაგება შეეზღუდა თბილისის, გორის, ხაშურის, ზესტაფონის, მარნეულის, ზუგდიდის, აჭარისა და კახეთის მომხმარებლების ნაწილს.

„სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ცნობითვე, თბილისს ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 30 წუთში, ხოლო რეგიონებს 45 წუთში აღუდგა და ამ ეტაპზე, ქვეყნის ენერგომომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG