Accessibility links

site logo site logo

ვინ იყენებდა ფოტოს, რომლის გამოქვეყნებისთვისაც თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ბოდიშის მოხდა მოუწია - კვლევა 


ფოტო, რომლის გამოქვეყნების გამოც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა ბოდიში მოიხადა, ინტერნეტში ყველაზე პირველად 2019 წლის 28 მაისს გამოქვეყნდა. ინფორმაციას და ფოტოს გამოქვეყნების ისტორიას "მედიის განვითარების ფონდი" "მითების დეტექტორზე" აქვეყნებს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ფოტო, რომელზეც, სავარაუდოდ, რუსი ჯარისკაცია ასახული, "იანდექსის" საძიებო სისტემის მიხედვით, პირველად კრემლის პროპაგანდისტულმა მედიამ, "სპუტნიკმა" თავის მასალაში გამოიყენა და დაურთო წარწერა: "რუსი მესაზღვრეები სამხრეთ ოსეთის სადარაჯოზე".

იგივე ფოტოსურათი გამოყენებულია ამავე დღეს, 2019 წლის 28 მაისს გამოქვეყნებულ კიდევ ერთ მასალაში, რომელსაც ერქვა: "ბიბილოვი მესაზღვრეებს ულოცავს: ვაჟკაცობის, პატივისა და სიმამაცის მაღალი მაგალითი".

იგივე ფოტოსურათი გვხვდება "სპუტნიკზე" გამოქვეყნებულ 2019 წლის 30 აგვისტოსა (აშშ მოუწოდებს რუსეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს ესკალაციის თავიდან არიდებაში დაეხმაროს) და 31 აგვისტოს (სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ერთობლივმა კომისიამ კვლავ განიხილა საზღვრების დემარკაციის საკითხი) მასალებშიც.

ფოტომასალის გამოქვეყნების გამო თავდაცვის მინისტრის მოადგილეს საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოუწია. ის აცხადებს, რომ "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდს თავად არ მართავს, თუმცა პასუხისმგებელია ყველა გამოქვეყნებულ მასალასა და მათ შინაარსზე: "გვერდის ადმინისტრატორმა გაუფრთხილებლობით მძიმე შეცდომა დაუშვა და მთელს საზოგადოებას ვუხდი გულწრფელ ბოდიშს ამისთვის. სამწუხაროდ უკვე დაიწყო თემით სპეკულირება".

მან რუსი ჯარისკაცის ამსახველი ფოტოთი მესაზღვრეების მისალოცი ტექსტი მას შემდეგ წაშალა, რაც კომენტარებში ამის შესახებ მისწერეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG