Accessibility links

site logo site logo

თეა წულუკიანი: შევქმნით ოსტატთა რეესტრს


„ვარდების რევოლუციის დღიდან დაიწყო მოშლა ძეგლთა დაცვის სტრუქტურებმა. იქ რეფორმები საჭირო იყო, მაგრამ არა ნგრევის ფორმით“, - თქვა „იმედის დილის“ ეთერში სტუმრობისას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ასევე ისაუბრა გეგმებზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად აქვს. ის აპირებს, შექმნას ოსტატების რეესტრი და აღრიცხულ ხელოსნებს სახელმწიფომ სასერტიფიკატო პროგრამები შესთავაზოს, არაპროფესიონალები კი პროცესს ჩამოაშოროს.

„ძალიან მალე გამოვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ოსტატების რეესტრის შექმნას. ესენი არიან კირითხურო, ქვითხურო თუ სხვა პროფესიის ადამიანები. ამბობენ, მჭედელი არ ჰყავს ქვეყანასო, მაგრამ არიან ქვის ოსტატებიც და სხვებიც, რომელთაგანაც შევქმნით რეესტრს. სავარაუდოდ, ერთი წლის თავზე, მზად ვიქნებით, რომ სამინისტრომ მათი სერტიფიცირების პროცესი წარმართოს. ყველა ძეგლს უნდა შეეხოს მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც ამ საქმის პროფესიონალია და გარემონტება კი არ უნდა მიმდინარეობდეს, არამედ - რეალური რესტავრაცია“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას თეა წულუკიანი 22 მარტიდან შეუდგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG