Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ ნათაძე დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ


ნოდარ ნათაძე დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ
please wait

No media source currently available

0:00 0:11:14 0:00

"ამ სიამაყის განცდას არაფერი შეედრება. იმიტომ რომ ეს იყო ქართველი ერის ისტორიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ნაბიჯი. ეჭვი და ორჭოფობა მოლოდინში არ იყო, რომ საქართველოს გაიმარჯვა სამუდამოდ" - ნოდარ ნათაძე.

1991 წლის 9 აპრილს მათ ცხოვრებაში მთავარი ამბავი მოხდა - ამ დღეს, საქართველოს მაშინდელი უზენაესი საბჭოს და ახლანდელი პარლამენტის შენობაში ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რის შემდეგაც დეპუტატებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის ასლი დღემდე ყველა მათგანის კედელს ამშვენებს - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ამ დღეს წინ 31 მარტის რეფერენდუმი უძღოდა, რომლის მთავარი კითხვაც იყო სურდა თუ არა საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობა - 96%-მა უპასუხა - დიახ.

ვის როგორ ახსოვს 30 წლის წინანდელი 9 აპრილი, როგორ შემოინახა ის დღე და ღამე მათმა მეხსიერებამ, რისი სჯეროდათ მაშინ და რაში გაუცრუვდათ იმედები, რატომ სწყდებათ გული და რით ამაყობენ - რადიო თავისუფლებამ 30 წლის წინა 9 აპრილის სურათის აღდგენა თავად დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერებს სთხოვა - აი, 11 ამბავი დღეზე, რომელიც მათი ცხოვრების დაუვიწყარ მოვლენად იქცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG