Accessibility links

site logo site logo

აფგან მუხთარლი თბილისში დაბრუნდა


ფოტო არქივიდან: დაკავებული აფგან მუხთარლი ბაქოში. 2017 წელი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოშია. "მე თბილისში ვარ", - წერს მუხთარლი ფეისბუკის პირად გვერდზე. კიდევ ერთი პოსტის თანახმად, ჟურნალისტი თბილისამდე სტამბოლში იმყოფებოდა.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. ჟურნალისტი თავიდანვე აცხადებდა, რომ თბილისიდან მის გატაცებასა და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში მონაწილეობდნენ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. მუხთარლის საქმეზე საქართველოში მიმდინარე გამოძიებას ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

2018 წლის იანვარში, აზერბაიჯანის ბელაქნის რაიონის სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წლის სექტემბერში, განაჩენი ძალაში დატოვა აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ.

2020 წლის მარტში, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლა და სპეციალური ავიარეისით გაამგზავრა გერმანიაში, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობენ მისი ცოლი ლეილა მუსტაფაევა და შვილი. გერმანიამ მუხთარლის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

დაახლოებით ერთი თვის წინ აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ მისმა ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს საჩივრით, რადგან ისევ არ ეძლევა საქართველოში ჩასვლის და ჩვენების მიცემის შესაძლებლობა.

აფგან მუხთარლი გერმანიიდან საქართველოში 2020 წლის ოქტომბერში უნდა ჩამოსულიყო, თუმცა, ბერლინიდან გამოფრენის უფლება არ მისცეს და მიზეზად დაუსახელეს კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG