Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში


ფოტო არქივიდან: საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტები სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო არქივიდან: საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტები სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს.

„არ მინდა, რომ არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს ამ სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში“, - ამ განცხადებით დაასრულა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა.

ბოლო დღეებში უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლების, „დასავლეთი 2021“ საბაბით ახდენს უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ძალების მობილიზაციას და მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებს. უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა და ნატომ. 8 აპრილს უკრაინის მხარდამჭერი განცხადება მიიღო საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი უკრაინიდან კონსულტაციისთვის გამოიძახა 2020 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიშნა რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG