Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია


პირი, რომელიც „საქართველოს ბანკში“ მძევლები აიყვანა, დაკავებულია. ეს ინფორმაცია მედიას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, "საქართველოს ბანკის" ექსპრეს-ფილიალზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა. თავდამსხმელი იყო ერთი და აყვანილი ჰყავდა მძევლები. მისი თქმით, მძევლები გათავისუფლებულები არიან და მათგან დაზიანება არავის მიუღია.

თავდამსხმელის მოთხოვნებსა და მძევლების რაოდენობაზე ინფორმაციის გამჟღავნებისგან ამ ეტაპზე ვაჟა სირაძემ თავი შეიკავა. მისი თქმით, ამ საკითხზე კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

"ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ამ დროისათვის მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები", - უთხრა ჟურნალისტებს ვაჟა სირაძემ.

თბილისში, ავლაბარში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ექსპრეს-ფილიალში შეიარაღებული პირი 16 აპრილს დაახლოებით 12 საათსა და 30 წუთზე შეიჭრა. მისი დაკავების სპეცოპერაცია თითქმის 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG