Accessibility links

site logo site logo

„რიონის ხეობის მცველების“ მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართა


„რიონის ხეობის მცველებს“ სოლიდარობა გამოუცხადეს ბათუმში. ევროპის მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები აპროტესტებდნენ „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ 24 აპრილს გამოქვეყნებული განცხადების შინაარსს.

"ჩვენი ხმა არ ესმით, ჩვენ გვეომება საკუთარი ხელისუფლება", - უთხრა რადიო თავისუფლებას ბათუმში გამართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზეინაბ დიასამიძემ. „რიონის ხეობის მცველების“ საპროტესტო აქციას, რომელიც სოფელ გუმათში იმართება, 24 აპრილს სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოს მასშტაბით: ზუგდიდში, ფოთში, ქობულეთში, პანკისის ხეობაში, ბოლნისში, რუსთავში, ლანჩხუთში, წყალტუბოში, ლენტეხსა და ყაზბეგში.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება სოფელ გუმათიდან, „რიონის ხეობის მცველები“ და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში ავტომანქანების კოლონით მიემართებიან ქუთაისისკენ, სადაც საავტომობილო გზის გადაკეტვას გეგმავენ.

„რიონის ხეობის მცველები“ თვლიან, რომ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს სრულ იგნორირებას უკეთებს და ეს, მათი თქმით, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მიერ 24 აპრილს გამოქვეყნებულმა განცხადებამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG