Accessibility links

site logo site logo

"დელტა" აცხადებს, რომ სეტყვის განეიტრალება შეზღუდული იყო დასახლებული პუნქტების გამო


სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ აცხადებს, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ, 29 აპრილს, კახეთის რეგიონში მნიშვნელოვნად შეამსუბუქა მასშტაბური ატმოსფერული პროცესები.

„დელტას“ მონაცემებით, „176 კმ² საერთო ფართობის მქონე ღრუბლის მასებმა რეგიონში შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლების დიდი მასა... ყვარლის, ლაგოდეხის და გურჯაანის რაიონებში 13:58-დან 23:20 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. გასროლილი იქნა 144 ერთეულამდე რაკეტა“.

ამასთან, „დელტა“ აცხადებს, რომ „დამუშავების პროცესი დასახლებული პუნქტების არსებობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი შეზღუდვების პირობებში მიმდინარეობდა“.

29 აპრილს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებს, სადაც თითქმის მთლიანადაა განადგურებული ადგილობრივ მცხოვრებთა ბაღები, ყანები და ვენახები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG