Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მრჩეველი დანიშნა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მრჩეველი დანიშნა. თავისი ახალი მრჩეველი მედიას საგანგებო ბრიფინგზე გააცნო.

ამ თანამდებობაზე ვაზილ ჰუდაკი დაინიშნა.

"მოგეხსენებათ კორონავირუსის ვითარებაში ეკონომიკის განვითარების ახალ გეგმაზე ვმუშაობთ. ამ გეგმაში, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს ექნება წამყვანი როლი. ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკის სწრაფი აღდგება მოხდება, მეტი დასაქმება, მეტი შემოსავალი ჩვენი მოქალაქეებისთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ შევარჩიეთ ბატონი ვაზილ ჰუდაკი, რომელიც არის საქართველოს დიდი მეგობარი", - თქვა პრემიერმა.

მრჩეველი ამბობს, რომ საქართველოს რესურსები არ არის საკამრისი ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად და ამიტომ მნიშვნელოვანია სხვა რესურსების მობილიზება და კერძო სექტორი ჩაერთვა.

"ჩვენ რთულ პერიოდში გვიწევს მუშაობა ერთად, ევროპაში, გლობალურად, კოვიდის გამო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს რთული დრო არის შესაძლებლობების პერიოდიც. შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავიზარდოთ, განვვითარდეთ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სფეროს უკეთესი ხარისხი შევქმნათ, შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან მოვიზიდოთ დახმარება. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვახდინოთ ეკონომიკური სიტუაციის აღდგენა ინვესტიციების, მეტი ეკონომიკური განვითარების გზით. მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს მომავალი ევროკავშირში", - თქვა მან.

XS
SM
MD
LG