Accessibility links

site logo site logo

პრემიერის მრჩეველი ინვესტიციების დარგში ამბობს, რომ ახლა საქართველოსთვის შესაძლებლობების პერიოდია


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალი მრჩეველი ინვესტიციების დარგში, ​ვაზილ ჰუდაკი ამბობს, რომ ახლა საქართველოსთვის შესაძლებლობების პერიოდია. ამის შესახებ მან თავის წარდგენის დროს ისაუბრა.

მრჩეველი ამბობს, რომ საქართველოს რესურსები არ არის საკამრისი ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად და ამიტომ მნიშვნელოვანია სხვა რესურსების მობილიზება და კერძო სექტორი ჩაერთვა. ვაზილ ჰუდაკი აცხადებს, რომ მისი როლი სწორედ ამ ნაწილშია.

"ჩვენ რთულ პერიოდში გვიწევს მუშაობა ერთად, ევროპაში, გლობალურად, კოვიდის გამო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს რთული დრო არის შესაძლებლობების პერიოდიც. შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავიზარდოთ, განვვითარდეთ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სფეროს უკეთესი ხარისხი შევქმნათ, შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან მოვიზიდოთ დახმარება. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვახდინოთ ეკონომიკური სიტუაციის აღდგენა ინვესტიციების, მეტი ეკონომიკური განვითარების გზით. მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს მომავალი ევროკავშირში", - თქვა მან.

მრჩევლის თქმით, საქართველო მისთვის უცხო ქვეყანა არაა და აქ სხვადასხვა რანგში არაერთხელ ყოფილა.

"საქართველო არის ძალიან ახლოს ცემს გულთან. საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ სხვადასხვა რანგში. ყველაზე ახლო პერიოდში ვიყავი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - ეს არის უმსხვილესი ინვესტორი საქართველოში და საქართველოს ეკონომიკაში", - თქვა მან.

ვაზილ ჰუდაკი მუშაობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტად, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრად, ფინანსთა მინისტრად და იყო რამდენიმე ბანკის თანამშრომელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG