Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ ფალავანდიშვილმა ლგბტქი აქტივისტების ინსტალაცია დაარბია


დედა ენის ბაღში, ლგბტქი+​ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია, ულტრამემარჯვენე აქტივისტმა გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ინსტალაციის მონაწილეებსაც. ინსტალაცია შექმნილი იყო ჰომოფობიას, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან, 17 მაისთან დაკავშირებით. ამ ნამუშევრით არტისტებს სურდათ, მხარდაჭერა გამოეხატათ საქართველოში მცხოვრები ლგბტქი+ თემის მიმართ.

XS
SM
MD
LG