Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გლოვო“ ადასტურებს სამსახურიდან 50-მდე კურიერის გათავისუფლებას


კომპანია „გლოვო“ ადასტურებს, რომ დღეს, 16 მაისს აპლიკაციასთან წვდომა დროებით შეუჩერა „გლოვოში“ დასაქმებულ 50-მდე კურიერს. კომპანიის განმარტებით, ამის მიზეზი იყო არა მათი მონაწილეობა საპროტესტო აქციაში, არამედ მიმდინარე დღის განმავლობაში აპლიკაციის ბოროტად გამოყენების ფაქტები.

„პარტნიორი კურიერები იღებდნენ და შემდეგ ბლოკავდნენ რესტორნების შეკვეთებს. მოგეხსენებათ, შაბათ-კვირას კვების ობიექტები მხოლოდ მიტანის სერვისის საშუალებით მუშაობენ, შესაბამისად, ამ არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო საკმაოდ დაზარალდნენ რესტორნებიც და მომხმარებლებიც. Glovo ბოდიშს უხდის მომხმარებლებსა და პარტნიორ რესტორნებს შექმნილი სიტუაციისთვის, მიღებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს, ხოლო იმ კურიერებს, რომლებიც მსგავს არაკეთილსინდისიერ საქციელში და ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფაში იყვნენ შემჩნეული, დროებით უჩერებს აპლიკაციასთან წვდომას, რადგან ისინი ამას არა სამუშაოდ, არამედ კომპანიის საქმიანობაში ხელის შესაშლელად იყენებენ“, - განუმარტეს რადიო თავისუფლებას „გლოვოში“.

„გლოვოს“ კურიერებმა დღეს აქცია გამართეს და შეცვლილ საბონუსე სისტემა, შრომითი დროის შემცირება და გავლილი მანძილის გამოთვლის პრინციპის შეცვლა გააპროტესტეს. ისინი ამბობენ, რომ ცვლილებები საგრძნობლად შეამცირებს მათ შემოსავლებს. ცვლილებები, რომლებმაც მათი პროტესტი განოიწვია, ძალაში 24 მაისიდან უნდა შევიდეს.

"გლოვოს" კურიერების აქცია
please wait

No media source currently available

0:00 0:00:59 0:00

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG