Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გლოვომ“ კურიერების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლა


დღეს გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ კომპანია "გლოვომ“ სამსახურიდან 50-მდე კურიერი გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ „ნეტგაზეთი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მას დაუკავშირდა „გლოვოსთვის“ დასაქმებული 2 კურიერი, რომლებმაც აცნობეს, რომ სამსახურიდან აქციაში მონაწილეობის გამო გაათავისუფლეს.

კომპანიის თანამშრომელთა ნაწილისთვის ანგარიშის დეაქტივაციის ფაქტი „ნეტგაზეთს“ კომპანიაშიც დაუდასტურეს, თუმცა ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად დაასახელეს არა აქციაში მონაწილეობა, არამედ მათ მიერ რესტორნების დაბლოკვის ფაქტები.

“აქციაში დაახლოებით 200 ადამიანი მონაწილეობდა. აქციაში მონაწილეობა რომ ყოფილიყო მიზეზი, მაშინ ყველას შეუწყდებოდა კონტრაქტი.

ეს ადამიანები სამუშაო საათებს ირჩევდნენ, შეკვეთებს იღებდნენ და შემდეგ ბლოკავდნენ. შედეგად მომხმარებელიც გაწბილებული რჩებოდა და რესტორნებიც. პროტესტის გამოხატვას არავინ არავის არ უშლის, მაგრამ ამით სხვა არ უნდა დააზარალონ. დღეს 200-ზე მეტი შეკვეთა ჩავარდა, რასაც კომპანია აანაზღაურებს, როგორც მომხმარებელთან, ისე რესტორანთან”, – უთხრეს „ნეტგაზეთს“ კომპანიაში.

„გლოვოს“ კურიერებმა აქცია დღეს, 16 მაისს გამართეს და შეცვლილ საბონუსე სისტემა, შრომითი დროის შემცირება და გავლილი მანძილის გამოთვლის პრინციპის შეცვლა გააპროტესტეს.

XS
SM
MD
LG