Accessibility links

site logo site logo

დმანისში დაძაბულობა გრძელდება


დაძაბული ვითარება და სამართალდამცველების დიდი რაოდენობის მობილიზაციაა დმანისში, სადაც გუშინ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დღეს 11 საათზე აქცია იყო დაგეგმილი. ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებს შორის პოლიციელები დგანან და ცდილობენ არ დაუშვან ფიზიკური ანგარიშსწორება. კადრებში, რომელსაც მედია ადგილიდან ავრცელებს, ჩანს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთით (თოხი, ბარი) შეიარაღებული მოსახლეობა. ამ დრომდე ოფიციალურ კომენტარს ან განცხადებას დმანისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არ აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, დმანისის მერმა კი დღეს დილას თქვა, რომ დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მოხდა და ამ თემის გადატანა ეთნიკურ და რელიგიურ ჭრილში არასწორი იქნება.

მედიასა და სოციალურ ქსელში 16 მაისს გავრცელდა სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული კადრები, რომელიც დმანისში ეთნიკურად ქართველი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ორი ჯგუფის ერთმანეთთან ფიზიკურ დაპირისპირებას ასახავს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ხელჩართულ ჩხუბში ახალგაზრდები ერთმანეთს ჯოხებს ურტყამენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG