Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოხისელების პროტესტი დეპუტატის გინების ფონზე


ქარელის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ქარელი-ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს, ზაალ დუგლაძეს და პარტია "ევროპული საქართველოს" წევრ, ბესიკ დონაძეს შორის.

დუგლაძემ დონაძეს შეაგინა, რასაც აქციის მონაწილეთა მძაფრი რეაქცია მოჰყვა.

სოფელ მოხისის მოსახლეობამ დილიდან სოფლის ცენტრში საპროტესტო აქცია სახნავ-სათესი მიწის აუქციონის წესით გასხვისების გამო გამართა. მოხისელები 24 წლის განმავლობაში მიწას იჯარით ფლობდნენ, თუმცა წელს მათ იჯარა აღარ გაუგრძელეს. აუქციონზე გაიტანილი მოხისელების მიწა, აუქციონამდე რამდენიმე დღით ადრე შექმნილმა, შ.პ.ს " აგროინდუსტრიამ" იყიდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ბადრი ნანეტაშვილის ძმა, ჯონდო ნანეტაშვილია, ამიტომ მოხისელები ფიქრობენ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა პირებმა თავიანთი გავლენა გამოიყენეს და მათი მიწა ისე მიისაკუთრეს.

„იმიტომ აგირჩიეთ, რომ გვაგინო?“ - დაპირისპირება მოხისში
please wait

No media source currently available

0:00 0:02:34 0:00

აქციის მონაწილეებმა სოფელში მაჟორიტარი დეპუტატის ჩასვლა მოითხოვეს. ზაალ დუგლაძე აქციის მონაწილეებს ქარელის მერთან, ზაზა გულიაშვილთან ერთად შეხვდა. მან შეხვედრისას განაცხადა, რომ აუქციონზე მიწა კანონიერად გავიდა და კეთილსინდისიერი მყიდველი გამოუჩნდა.

ცნობისთვის, დეპუტატის ძმა, გიორგი დუგლაძე ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელია და მოხისის მიწაც აუქციონზე მან გაიტანა.

მაჟორიტარმა მოხისელებს ურჩია, მოძებნონ სოფელში სხვა მიწა, რომელსაც იჯარით მიიღებენ. საუბრის პროცესში მოხისელებმა და ევროპული საქართველოს წევრმა, ბესიკ დონაძემ დეპუტატს შესთავაზეს, რომ მიწის ადგილმონაცვლეობა კომპანია "აგროინდუსტრიისთვის" გაეკეთებინათ, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება და გინება მოჰყვა. მოხისელები აცხადებენ, რომ კომპანიას არ მისცემენ სოფელში შესვლის საშუალებას და მასშტაბურ საპროტესტო აქციებს წამოიწყებენ.

XS
SM
MD
LG