Accessibility links

site logo site logo

გუმათში აღმართულ რკინის ჯებირზე ერთ საათზე მეტია აქციის მონაწილეები უწყვეტად აბრახუნებენ


სოფელი გუმათი

თბილისიდან კვლავ სოფელ გუმათში დაბრუნებული „რიონის ხეობის მცველები" დაახლოებით ერთი საათია, რაც გზაზე აღმართულ ჯებირზე ხელებით აბრახუნებენ.

სოფელი გუმათი
სოფელი გუმათი

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, ისინი მოითხოვენ ჯებირის აღებას, რომელიც პოლიციამ, მას შემდეგ დაამატა, რაც აქციის მონაწილეებმა დაბრუნება გადაწყვიტეს. ჯებირს მიღმა კი სამართალდამცველები იმყოფებიან. „ასე გავაგრძელებთ დისკომფორტის შექმნას", - თქვა „რიონის ხეობის მცველების" წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა.

აქცის მონაწილეების გადაწყვეტილებით, რიონის ხეობისკენ მიმავალი სამი გზა გადაიკეტება კომპანია „ენკა"-ს ავტომანქანებისთვის.

სოფელი გუმათი
სოფელი გუმათი

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში კვირას, 23 მაისს გადაინაცვლა. აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ თუ არ შესრულდებოდა მათი მოთხოვნები, თბილისის ქუჩების პარალიზებას შეეცდებოდნენ. მანამდე 200-ზე მეტი დღის განმავლობაში ისინი აქციას რიონის ხეობაში მართავდნენ. 26 მაისს აქციის მონაწილეები რიონის ხეობაში დაბრუნდნენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ასეთია:

  • გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია "ენკა რინიუებლზს" შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
  • გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ".
  • გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
  • საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში ასევე შედის ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG