Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძე: მგზავრობის მიზნებისთვის ამცრელ დაწესებულებებს შეუძლიათ გასცენ სპეციალური ცნობა


პაატა იმნაძე
პაატა იმნაძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, მგზავრობისთვის ან სხვა რაიმე მიზნებისთვის ორჯერადად აცრილ მოქალაქეებს ამცრელი დაწესებულებისგან უკვე შეუძლიათ მიიღონ აცრის დამადასტურებელი ცნობა.

პაატა იმნაძის თანახმად, ეს ცნობა აცრების დამადასტურებელი სამახსოვრო ბარათისგან განსხვავებული იქნება და მასზე სპეციალური კოდი იქნება დატანილი. მისივე განმარტებით, ეს შეიძლება ითქვას, რომ არის კოვიდპასპორტის პირველი ეტაპი:

"ამცრელ დაწესებულებებს უკვე შეუძლიათ ამ ცნობის ამოღება იქ, სადაც თქვენ მეორე დოზას გაიკეთებთ. როდესაც დაარეგისტრირებენ თქვენს აცრას, მათ უკვე შეუძლიათ ამოიღონ ქაღალდის ფორმაზე არა მარტო ის, რასაც თქვენ ხელზე გაძლევენ, ხელით შევსებული აცრების ბარათს, არამედ კომპიუტერიდან თავისი QR კოდით", - განაცხადა პაატა იმნაძემ ონლაინ, სოციალურ ქსელში ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხისას.

საქართველოში კოვიდპასპორტის შექმნაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჯგუფი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და ესტონეთის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო, პირველ ეტაპზე ამერიკული „ფაიზერის“ და ბრიტანულ-შვედური „ასტრაზენეკას“ ვაქცინებით. მათ მაისის დასაწყისიდან დაემატა ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინა, 24 მაისიდან კი "სინოვაკი".

27 მაისის მონაცემებით, ჯამურად აცრა საქართველოში 125 601 ადამიანს აქვს ჩატარებული. მათგან სრულად ვაქცინირებულია 19 392 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG