Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ ძალადობრივი ჯგუფის 11 მონაწილე დააკავა


პოლიციამ "პრაიდის კვირეულის" კონტრაქციის 11 მონაწილე დააკავა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ძალადობრივი ჯგუფის წევრები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. მათი დაკავება პოლიციამ დაპირისპირების შემდეგ დაიწყო, მათ სურდათ იმ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა, რომელიც "პრაიდის კვირეულის" ფარგლებში გამართული კინოჩვენების სივრცემდე მიდიოდა.

დღეს "პრაიდის კვირეულის" ფარგლებში თბილისის ერთ-ერთ სივრცეში კინოჩვენებაა დაგეგმილი. ეს ინფომრაცია ცნობილი გახდა ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფებისთვის და შესასვლელთან აქციას მართავდნენ.

როგორც „პრაიდის კვირეულის" ორგანიზატორები აცხადებენ, დღევანდელ კინოჩვენებას საქართველოში მყოფი უცხოელი დიპლომატების ნაწილიც დაესწრება.

XS
SM
MD
LG