Accessibility links

site logo site logo

„ღირსების მარში“ და სიძულვილის ჯგუფების კონტრაქცია - განახლებადი ინფორმაცია

  • დღეს პრაიდის კვირეულის ბოლო დღეა, რომელიც ღირსების მარშით უნდა დასრულდეს. მარშის ჩაშლას აანონსებენ ჰომოფობიური ჯგუფები.
  • ღირსების მარში #სოლიდარობისთვის დღეს უნდა გაიმართოს. მონაწილეები სახელმწიფოსგან ითხოვენ ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებას, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სათანადოდ გამოძიებას და საკუთარი მოქალაქეების დაცვას.
  • სხვადასხვა ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების გარდა მარშის გაპროტესტებისკენ მოწოდება გააკეთა საპატრიარქომაც. ამჯერაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის“ სახელით გაავრცელა განცხადება და 18 წლამდე ასაკის ბავშვებს მოუწოდა რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ.

აქციის ორგანიზატორები აპირებდნენ მოეთხოვათ საკანონმდებლო ორგანოს წინ ნებართვის გარეშე აღმართული რკინის კონტრუქციის აღება და დაეფიქსირებინათ პოზიცია "რელიგიური გრძნობების" შეურაცხყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, რასაც დაუშვებლად მიიჩნევენ.

"პუტინის მონას რომ გიწოდებენ 2004 წლის ომის მონაწილეს... აღელვებიდან გამომდინარე თუ მოვიქნიე, არც ჟურნალისტს მოხვედრია, არც კამერა დაზიანებულა... არანაირად მოძალადე მე არ ვარ. სტიქაროსანი ვარ... რაც ჩავიდინე იმის ჩადენასაც ვნანობ", - ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული ზაზა მჭედლიძე.

"მოძღვარი დავინახე, მინდოდა მისთვის პური მიმეტანა… გამექცა მოტოციკლი, ბოლოს ხელი გამეშვა, ვიგინებიდი და ვყვიროდი - ამის დედა… - მივხვდი, რო ვერ ვაჩერებდი... თუ თვლიან, რომ მე ვიძალადე და ასე მწირავენ, გამწირონ… საზოგადოებას ბოდიშს მოვუხდი…” - ჰყვება სასამართლო პროცესზე ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული ზაზა ჭაავა.

"მოვედი, ეკლესიაში შევედი, სანთელი ავანთე, მოვილოცე... შეურაცხყოფის მოყენება დაგვიწყეს ჟურნალისტებმა - გვიწოდეს პუტის მონები... გამოვედი მდგომარეობიდან და ხელი მოვუქნიე, მე ამას ვაღიარებ", - ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული მურად დევლარიშვილი.

ჩამოტვირთე მეტი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG