Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე 10-ზე მეტ ჟურნალისტს თავს დაესხნენ


ძალადობრივი ჯგუფის წევრები, რომელებიც რუსთაველის გამზირზე დღეს დილიდან შეიკრიბნენ თავს დაესხნენ სამსახურეობრივი მოვალეობის დროს ადგილზე მყოფ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. დაშავებულია მედიის 10-ზე მეტი წარმომადგებენლი.

დაშავებულებს შორის არიან სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები. მათ შორის, "რუსთავი 2-დან" მარიამ ქუმსიშვილი; მარიკა გოცირიძე; გიორგი პერტია; სალომე ბოკუჩავა; შოთა სიკინჭალაშვილი; ზურა მანაგაძე; ბექა ათაბეგაშვილი და გიორგი კვიწინაძე. დამტვრეულია არხის ორი კამერა. გარდა ამისა, დაშავდა "TV პირველის" ორი ჟურნალისტი: რუსო ჯაბანიშვილი და გურამ თოდაძე. არხს დაუზიანეს პირდაპირი ეთერის მოწყობილობა და ორი კამერა. დაშავებულებს შორის არიან On.ge-ის, "ტაბულას", "ნეტგაზეთისა" და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები.

"თბილისი პრაიდი" წელს კიდევ ერთხელ ცდილობს საქართველოში "ღირსების მარშის" გამართვას. ხელისუფლების წარმომადგენლების ძირითადი ნაწილი აცხადებს, რომ მარშის გამართვა მიზანშეუწონელია. ხელისუფლებასთან ერთად საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება და კონტრაქცია დააანონსა. აქციის ძალადობრივი მონაწილეები დღეს დილიდან უკვე შეიკრიბნენ და თავს დაესხნენ ჟურნალისტებს.

XS
SM
MD
LG