Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიძულვილის ჯგუფებმა პარლამენტის შენობის წინ კარვები აშალეს


სიძულვილის ჯგუფებმა, რომლებიც თბილისში "ღირსების მარშის" გასაპროტესტებლად იკრიბებიან, პარლამენტის შენობის წინ კარვები აშალეს. ადგილზე არიან პოლიციელებიც.

სიძულვილის ჯგუფები იმ მოტივით, რომ პროპაგანდას ეწეოდნენ, მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. შეურაცხყოფა მიაყენეს "ფორმულას", "რუსთავი 2"-ის, "ტაბულას", "პირველი არხის", "ნეტგაზეთის" ჟურნალისტებს, სხვებს კი მუშაობაში ხელს უშლიდნენ.

რუსთაველის გამზირზე კარვები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არის გაშლილი. ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის მიუხედავად, კარვები ამ დრომდე იყო პარლამენტის წინ გაშლილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG