Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონებში "ორი ჯუჯას", "ქუჩის ბიჭების", ჯგუფ "შარას" კონცერტები გაიმართება - ვინ გაიმარჯვა სამინისტროს კონკურსში


"ქუჩის ბიჭები"
"ქუჩის ბიჭები"

კულტურის სამინისტრომ 21 ივლისს გამოცხადებული კონკურსის - „კლასიკური მუსიკა, ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში - ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 700 000 ლარს და მის ფარგლებში კულტურის სამინისტროს სულ 62-მა განმცხადებელმა მიმართა.

გამარჯვებულთა შორის არიან მმართველი პარტიისადმი ლოიალური შემსრულებლები, რომლებიც წინა წლებში "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიების დროს გამართულ კონცერტებში იღებდნენ მონაწილეობას. გამარჯვებულთა შორის არის ჯგუფი "ქუჩის ბიჭები", რომლის წევრი ზურაბ ხაჩიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სიაში იყო 85-ე ნომრად, 2016 წელს ის ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო "პატრიოტთა ალიანსიდან".

გამარჯვებული პროექტების სრული სია ასე გამოიყურება:

1. „ჯგუფ ფორტეს“ საკონცერტო ტურნე საოკუპაციო ხაზთან" - ფ/პ ზურაბ მანჯავიძე

2. „ჩემი საქართველო „ერისიონი“ - სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“

3. „მოგვენატრეთ და მოვედით“- ი/მ გია გოგორიშვილი „მ ს პროდაქშენ“

4. „ქალილო რეგიონისთვის" - ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი

5. „მურმან ჯინორიას, ლაშა ღლონტისა და დავით არჩვაძის საერთო შემოქმედებითი საღამო, ღია ცის ქვეშ“ - შპს „ჯეო ივენთ ჯგუფი“

6. „თეიმურაზ წიკლაურის ხსოვნის საღამო“ - ა(ა)იპ „ორი ჯუჯა და მეგობრები“

7. „ბესო კალანდაძე და მეგობრები საქართველოს ერთიანობისთვის“ - ფ/პ ბესარიონ კალანდაძე

8. „ჩემო კარგო ქვეყანავ....“ - ფ/პ ზურაბ ლოლაძე

9. „პირველად იყო სიმღერა - ინოლა გურგულიას სიმღერების კონცერტი“ - ფ/პ ია შუღლიაშვილი

10. „აფხაზეთი საქართველოა“ - სსიპ „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“

11. „ქუჩის ბიჭები რეგიონებში“ - ფ/პ ელენა ნოზაძე

12. „ერთად 40 წლის მერეც“ - ფ/პ თეიმურაზ რცხილაძე

13. „მხიარული კონცერტი“ - ფ/პ ნუგზარ კვაშალი

14. „ჯგუფი შარა რეგიონებში“ - ფ/პ ჭაბუკი ამირანაშვილი

15. „სტუმრად ქართველ ბარდებთან“ - ფ/პ ნუგზარ ერგემლიძე

16. „ქალთა ფოლკლორული შემოქმედების გაზიარება რეგიონებში“ - შპს „ანსამბლი მარგალიტი“

17. „გაუმარჯოს მონატრებას - ენრიკო ჯანელიძე და მისი მეგობრები“ - ფ/პ ენრიკო ჯანელიძე

18. „ქართულ-აფხაზური სამუსიკო დიალოგი“ - ააიპ „აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი შავნაბადა“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG