Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნების" ოფისთან დაკავებულია 12 პირი, მათ შორის ირაკლი აბსანძე


შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას დღეს, ქართული ოცნების ოფისთან გამართულ აქციაზე დაკავებულების შესახებ - ამ დროისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 12 პირი. დაკავებულებს შორის არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე, ბოლო ორი დღის განმავლობაში ღიად აფიქსირებდა კრიტიკულ პოზიციას ხელისუფლების, არხისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ.

ქართულ ოცნებასთან საპროტესტო აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც დასრულდა აქცია მთავრობის გადადომის მოთხოვნით რუსთაველზე დასრულდა. ქართული ოცნების ოფისთან საპროტესტო ადამიანები ტოვებენ წარწერებს "ქართულმა ოცნებამ მოკლა ლექსო ლაშქარავა", ოფისს ესროდნენ კვერხებს და წითელ საღებავებს.

მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გარდაიცვალა 5 ივლისს მოძალადე ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. პრემიერ-მინისტრმა დღეს თქვა, რომ გადადგომას არ აპირებს.

აქციის მსვლელობის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა ბრიფინგი, სადაც ითქვა, რომ ქიმიური ექსპერტიზის თანახმად, გარდაცვლილის სისხლში აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერებები და გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ზედოზირება იყოს.

ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისის დილას ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი, 5 ივლისს, სიძულვილის ჯგფების მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა მაშინ, როცა "სირცხვილიას" ოფისთან გადაღებაზე იმყოფებოდა. მასზე ძალადობაში ბრალდებული მხოლოდ 5 პირია დაკავებულია - ერთი გარდაცვალების შემდეგ დააკავეს.

ლექსო ლაშქარავას სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის შემდეგ ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სიკვდილის მიზეზების დამდგენი ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე მიანიშნებდა მის კავშირს ნარკოტიკებთან, ინტერნეტში კი გარდაცვლილის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება განსაკუთრებული კატეგორიის პირადი ინფორმაცია მის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG