Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გომელაური ავსტრალიელი ქალის მკვლელობაზე: გვაქვს რაღაცები, თუმცა ვერ ვიტყვით ჯერ


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ მთაწმინდაზე ნაპოვნი გარდაცვლილი ავსტრალიელი ქალის საქმეზე "რაღაცები აქვთ". ამის შესახებ მან 10-წლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ ისაუბრა.

"მაქსიმალურს ვაკეთებთ. ორი დღეა 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ჩემი თანამშრომლები, გამომძიებლები, რომ სწრაფად მოხდეს [გამოძიება]... გვაქვს რაღაცები, თუმცა ვერ ვიტყვით ჯერ... ნუ მალაპარაკებთ... ბევრჯერ მითქვამს, რომ შეიძლება გაფუჭდეს საქმე, რაც ვიწვალეთ ორი ღამის განმავლობაში, წყალში ჩაგვეყაროს..." - განაცხადა გომელაურმა.

მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს ამავე ადგილიდან შესულ შეტყობინებებზე, რაზეც ასეთი პასუხი გასცა:

"ორი შეტყობინება იყო, ფიზიკური ზეწოლა არ მომხდარა, "ჩემკენ მოძრაობდა, შემეშინდა და გავიქეცი", მოვიყვანეთ, დავკითხეთ და ვმუშაობთ მაგ მიმართულებით..."

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა მისმა მეგობარმა, რომლის თქმით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

საქმის გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG