Accessibility links

site logo site logo

ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს


„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), აწარმოებენ. სამართალდამცავები აქტიურად აგრძელებან ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ჩატარებას დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით”, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

როგორც უწყებაში ამბობენ, აქტიურად გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.

თავდაპირველად თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის პოლიციის მთავარმა სამმართველომ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო.

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა მისმა მეგობარმა, რომლის თქმით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ.

ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG