Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიანა ჩოლოიანი ვადაზე ადრე გათავისუფლდა


15 წლის გარდაცვლილი ლუკა სირაძის საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი თავისუფალია. ის ვადაზე ადრე გათავისუფლდა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა განუცხადა.

"ჩოლოიანი გათავისუფლდა კანონის საფუძველზე. პენიტენციურ სამსახურში მყოფი ნებისმიერი პატიმრის პატიმრობის გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ ხორციელდება მისი გარკვეული ვადით ადრე გათავისუფლების საკითხის განხილვა..." - თქვა ჩიქოვანმა.

2019 წლის 11 დეკემბერს, მეათე კლასის მოსწავლე ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხეს. გამოკითხვაზე მოზარდი ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს იმყოფებოდა და ის ორჯერვე მარიანა ჩოლოიანმა დაკითხა.

ლუკა სირაძეს სკოლის კედლების მოხატვის ფაქტი სამართალდამცველებთან არ უღიარებია. არასამთავრობო ორგანიზაცია ემპათია გამოძიების წარმართვას მართებულად მიიჩნევდა წამების მუხლით. ორგანიზაციაში მიიჩნევდნენ, რომ პოლიციის შენობაში ყოფნიდან მოკლე დროში სუიციდის გადაწყვეტილება მინიმუმ ფსიქოლოგიური წამების ეჭვებს აჩენს.

ლუკა სირაძე 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა საავადმყოფოში. დაკავებული მარიანა ჩოლოიანის გარდა, ლუკა სირაძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა ორ პოლიციელს. გარდაცვლილის ოჯახის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

2020 წლის 7 სექტემბერს 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს საქალაქო სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მარიანა ჩოლოიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულში ჩვენების იძულებით მიცემა, რაც გულისხმობს სასჯელს 2-დან 5 წლამდე ვადით.

"3 წელი არ არის ცუდი, მისი ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ის [მარიანა ჩოლოიანი] იყო უდანაშაულო და არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა საქმეში" - თქვა გარდაცვლილის ძმამ, ბექა სირაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG