Accessibility links

site logo site logo

პაატა იმნაძე: ყოველი 1000 ინფიცირებულიდან 10-13 კაცი გარდაიცვლება


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების სავარაუდო სტატისტიკასთან დაკავშირებით პროგნოზებს აკეთებს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა, რომლის გადაწყვეტილებითაც ახალი შეზღუდვები დაწესდა.

"რამდენი 1000 ადამიანიც იქნება ავადმყოფი, იქედან 10-13 ადამიანი გარდაიცვლევა... ლეტალობა, ყველგან, განვითარებულ ქვეყნებში არის 1 - 1,3%. 1 პროცენტი არის 100-დან ერთი კაცი", - თქვა იმნაძემ.

​მისივე თქმით, სანამ არ აიცრება მოსახლეობის ნახევარი მაინც, სხვა მეთოდების გამოყენება იქნება საჭირო სიტუაციის სამართავად.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 49 189 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 5128 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG