Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილი: გვახარებს, რომ ეკონომიკა დუღს და მუშაობს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა "დუღს". ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ მან ლაგოდეხის მერობის კანდიდატის წარდგენის დროს ისაუბრა.

"ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა მთელ მსოფლიოში... შედეგად, ჩვენმა მოსახლეობამ ეს ნიჰილისტური, დეპრესიული დამოკიდებულება შეცვალა, დაიწყო დოვლათის შექმნა, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს. ტურისტების მძლავრი ნაკადებიც შემოვიდა საქართველოში - მთელი ტურისტული ადგილები სავსეა ტურისტებით, რომ იტყვიან, სავსეა სასტუმროები - ეს ძალიან გვახარებს, რომ ეკონომიკა დუღს და მუშაობს", - თქვა პრემიერმა.

გუშინ, 12 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე შეზღუდვები დაეწესებინა:

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდება, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;
  • იკრძალება ფესტივალები, სპორტული ღინისძიებები, მასობრივი ღონისძიებები;
  • არ იმუშავებს ბავშვთა გასართობი ცენტრები;
  • კვების ობიექტები იმუშავებს 23:00 საათამდე.

კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით საქართველოს ეკონომიკა მუდმივად მცირდებოდა. თუმცა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ზრდა დაიწყო.

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ასე იზრდება:

მაშინ, როცა პრემიერი ეკონომიკის ზრდაზე სუბრობდა, არაფერი უთქვამს საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაზრდილ ფასებზე. ბოლო წლის განმავლობაში ინფლაცია 11,9 პროცენტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG