Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 18,7 პროცენტით გაიზარდა - საქსტატის წინასწარი შეფასება


2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტების მოცულობა 18,7 პროცენტით გაიზარდა. წინასწარ შეფასებას საქსტატი აქვეყნებს. საბოლოო მონაცემები, შესაძლოა მცირედით შეიცვალოს.

უწყების მონაცემებით, 2021 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 12,7 პროცენტია.

2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით:

  • ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მშენებლობა;
  • კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში.

კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით საქართველოს ეკონომიკა მუდმივად მცირდებოდა. კორონავირუსის პანდემიის პირობებში შეზღუდვების დიდი ნაწილის მოხსნითა და გასული წლის დაკლებულ მაჩვენებელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 2021 წლის მარტიდან იზრდება.

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ასე იზრდებოდა:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG