Accessibility links

site logo site logo

ღარიბაშვილი აფასებს, რა გავლენა ექნება ევროკავშირის წევრობაზე მაკროფინანსურ დახმარებაზე უარს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარი საქართველოს ხელს არ შეუშლის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებაში. მისი თქმით, საქართველოში გრძელდება რეფორმები, რაც საჭიროა ამ პროცესისთვის.

"არავითარი... ეს არის პროცესი. ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის განცხადებაც. ნორმალური პროცესია. არსებობს გარკვეული შეუთანხმებელი პოზიციები, ჩვენ ძირეული რეფორმები განვახორციელეთ სასამართლოში და ეს პროცესი არ დასრულებულა, ამას სჭირდება... ერთ დღეში არ აშენებულა რომი, რომ იტყვიან, და ამას სჭირდება დრო", - თქვა ღარიბაშვილმა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ ქვეყანა 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გააკეთებდა. არჩევნების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური პროცესები დაიძაბა, რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზისი კი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, ევროკავშირის ჩართულობით, გაფორმებული შეთანხმებით განიმუხტა.

ეს შეთანხმება სახელისუფლებო პარტიამ 28 ივლისს ანულირებულად გამოაცხადა. გუშინ, 31 აგვისტოს კი უარი თქვა ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებაზე. ამ საკითხს რამდენიმე საათში გამოეხმაურნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში და თქვეს, რომ "საქართველომ ვერ შეძლო, საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG