Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე ადასტურებს გიორგი გახარიასთან შეხვედრას


გიორგი გახარია, კახა კალაძე.
გიორგი გახარია, კახა კალაძე.

კახა კალაძესა და გიორგი გახარიას შორის გამართული შეხვედრის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ეხმაურება. ის ადასტურებს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას.

„შეხვედრა იყო, რამდენიმეჯერ იყო ზარი ჩემს ტელეფონზე და მოითხოვა შეხვედრა ნებისმიერ ადგილზე სადაც ვეტყოდი, თბილისის მერიაში მოხდა შეხვედრა, თუმცა არაფერი ისეთი, უბრალოდ მითხრა, რომ აპირებდა თავისი კანდიდატურის დაყენებას და ეს რომ არ გამეგო ტელევიზიიდან“, - თქვა კახა კალაძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, გახარიას მხრიდან იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე. „იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხი მათ, ბუნებრივია, მიიღეს. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული. ჩვენ მემგონი კეზერაშვილში ვეშლებით“, - აღნიშნა კობახიძემ

პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ 1 სექტემბრს გამოაცხადა, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატი იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG