Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანის თქმით, შეხვედრის შესახებ ფაშინიანის თხოვნა ღარიბაშვილმა გადასცა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოანმა, 19 სექტემბერს პრესკონფერენციაზე სომხეთ-თურქეთს შორის არსებული ურთიერთობის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერმა მას შეხვედრა შესთავაზა და რომ ამ შეთავაზების შესახებ მას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა.

„თუ თქვენ ტაიპ ერდოანთან შეხვედრა გსურთ, შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგათ. ჩვენ შეხვედრისთვის დახურული არ ვართ, საჭიროა მხოლოდ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა კეთილგანწყობის დემონსტრირებისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადმომცა ფაშინიანის წინადადება დიალოგის შესახებ, თუ ეს შეხვედრა შედგა, თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისთვის მზადაა“, - განაცხადა ერდოანმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული სირთულეების დაძლევა შესაძლებელია ზანგეზურის დერეფნის გახსნით.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თურქეთთან მოლაპარაკებისა და ურთიერთობის ნორმალიზების სურვილი ადრეც გამოთქვა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 8 სექტემბერს სტუმრობდა, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთანაც.

ორი ქვეყნის პრემიერებმა ერთობლივ ბრიფინგზე, ქვეყნებს შორის რეგიონულ თანამშრომლობასა და შესაძლებლობებზე გაამახვილეს ყურადღება.

​
XS
SM
MD
LG