Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი: არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

"მე, როგორ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაცის" - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში წინასაარჩევნო შეხვედრების დასრულების შემდეგ, მედიასთან საუბრისას. პრემიერი ამბობს, რომ სწორი არა მოქალაქეების იძულება, არამედ დარწმუნებაა, რომ ვაქცინაცია ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალია.

პრემიერის განცხადების ფონია დრამატულად შემცირებული ვაქცინაციის ტემპი, მზარდი ინფიცირების შემთხვევები და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადება იმის შესახებ, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის მაინც ვაქცინაციას უნდა ჰქოდნეს მანდატორული ხასიათი.

"მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ დროულად ჩამომეტანა საკმარისზე მეტი ვაქცინები, მილიონობით ვაქცინა ჩამოვიტანე და პირადად ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკებების პროცესში და ყველანაირი ვაქცინა ჩამოვიტანეთ საქართველოში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი. უნდა დავარწმუნოთ და არა ვაიძულოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ 2 მილიონი აცრა ჩავატარეთ და მილიონი მოქალაქის აცრა შევძელით სულ რაღაც 3 თვეში. ეს მე ვფიქრობ, საკმაოდ ეფექტური შედეგია. ეს პროცესი არ არის მხოლოდ ჩვენთან. ბევრ ევროპულ ქვეყანაში, ამერიკაში, არის ანტივაქსერების საკმაოდ მძლავრი კამპანია. ეს არის დეზინფორმაცია. ჩვენ უნდა ვენდოთ მეცნიერებს და არ უნდა დავუჯეროთ ყალბ ინფორმაციებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მიერ დასახული ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრით აცრილი უნდა იყოს ზრდასრული მოსახლეობის 60%. ოქტომბრის თვეში დღეში კეთდება საშუალოდ 5-6 ათასი აცრა, ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობა მცირედით აღემატება 30%-ს. მხოლოდ ოქტომბრის თვეში კორონავირუსს 600-ზე მეტი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG