Accessibility links

site logo site logo

პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილს შეუძლია პროცესში დისტანციურად მიიღოს მონაწილეობა   


სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის წარმოდგენა სასამართლო სხდომის დარბაზში, მისი უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, რის გამოც, როგორც უწყებაში აცხადებენ, სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის დისტანციურ მონაწილეობას სასამართლო სხდომაში.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით. მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც. აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად და უწყებიდან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის წარმოდგენა სასამართლო სხდომის დარბაზში მისი უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ამ ეტაპზე მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის“, - ნათქვამია პენიტენიიცური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის დისტანციურ მონაწილეობას სასამართლო სხდომაში, ასევე შესაძლებელია სასამართლო სხდომის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გამართვა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 10 ნოემბერსაც უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში მიყვანაზე და მაშინაც უარის მიზეზად დასახელდა "ესკორტირებისას შესაძლო საფრთხე და დამატებითი რისკი მისი ჯანმრთელობისთვის“.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი პროცესის დაწყებამდე გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტს და მას სრულიას უსაფუძვლი უწოდა.

„რამდენი ხანი უნდა გამოიყენოს პენიტენცირმა სასმახურმა სუს-ის ეს სრული ბოდვა? ყოველდღე ერთი და იგივე ტექსტი უნდა იმეორონ? ამ „საქმეზე“ ერთ თვეზე მეტია გამოძიება დაწყებულია და გაუგებარი ჩანაწერების გარდა არაფერი მოგვისმენია, ქმედითი ღონისძიებაც არ გვინახავს სუს-ის მხრიდან“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG