Accessibility links

site logo site logo

თეა წულუკიანი: ნიჩბოსნებს არ აქვთ ნავი და ნიჩაბი, ველოსიპედისტების ველოსიპედებს ბორბალი ძვრება


კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას სპორტული ფედერაციების არათანაბარ პირობებზე საუბრობს. მან თქვა, რომ ფეხბურთისა და რაგბის კავშირების მიღმა, რომლებიც უკეთეს პირობებში არიან მეტი რესურსებით, პრობლემები აქვს არაერთ სხვა ფედერაციას.

"ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი, ჩვენ გვყავს ველოსპორტსმენები, რომლის ველოსიპედსაც სძვრება ბორბალი და გვყავს მორბენლები, რომლებსაც არა აქვთ სარბენი ბილიკები, გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავს ცხენი, ასეთია რეალობა" - თქვა მინისტრმა და დაანონსა ფოთში ნიჩბოსნობის ბაზის, კასპში ჩოგბურთის კორტების და თბილისში ველობილიკების მშენებლობა მომავალი წლისთვის.

„დიახ, ფედერაციები დამოუკიდებლები არიან, დიახ ისინი პასუხისმგებლები არიან შესაბამისი სპორტის სახეობის წარმატებებზე, მაგრამ არცერთ ფედერაციას არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ მათი მთავარი დონორი გახლავთ სახელმწიფო და უნდა არსებობდეს ელემენტარული ანგარიშვალდებულების სისტემა, რომელიც დღეს შესაბამის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. შესაბამისად, სამინისტრომ უკვე დაიწყო და წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს სახელმძღვანელო პრინციპებს სპორტული ფედერაციების წესდებებისთვის და ყველა ის ფედერაცია, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათის ამ სტანდარტებს არ გაიზიარებს, ჩვენ მათთან გვექნება დისკუსია დაფინანსებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა წულუკიანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG