20 ივნისის დაზარალებული, მაკო გომური შსს-ს მორალური ზიანის ანაზღაურებას სთხოვს. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, დაზიანებები, რომელიც მან აქციაზე მიიღო, 30%-ით ამცირებს მის შრომისუნარიანობას. ექსპერტიზის პასუხს მაკო 6 თვის განმავლობაში ელოდა, თუმცა მისთვის უკვე დიდი ხანია ცხადია, რომ ძველებურად აღარც სწავლა გამოდის, აღარც მუშაობა და აღარც ცხოვრება - მაკო ორი წელია თავის ახალ თავს და ახალ ცხოვრებას ეჩვევა. მაკოს მსგავსად, 20 ივნისს არაერთი ადამიანი დაშავდა - მათ უმრავლესობას ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსიც კი არ აქვს.
მაკო სახელმწიფოს უჩივის
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"