Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე არ გამორიცხავს სავალდებულო ვაქცინაციის ეტაპობრივად შემოღებას


ეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ილაპარაკა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში. მინისტრი არ გამორიცხავს ეტაპობრივად სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას.

შეკითხვაზე, რატომ არ წესდება უფრო მკაცრი შეზღუდვები აუცრელებისთვის? ტიკარაძემ უპასუხა: „თქვენ იცით ალბათ ჩვენი მიდგომა, რომელიც არის ლოიალური, მაგრამ ალბათ მძიმე ფსიქოემოციური ფონის პერიოდში, როდესაც ჩვენ ორი წელია უკვე პანდემიის პირობებში ვართ, ვიცით თუ როგორი არის ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა, როგორც ფსიქოემოციური, ასევე, ეკონომიკური და სოციალური, მნიშვნელოვანი არის, ყველა ფაქტორი იყოს გათვალისწინებული. აქ არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ სავალდებულო აცრების დანერგვა, არამედ, ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ გავითვალისწინოთ სხვა ფაქტორებიც. ეტაპობრივად არ გამოვრიცხავ მე, რომ ჩვენ მივიდეთ, ასევე, სავალდებულო ვაქცინაციამდე“.

თუმცა, როგორც მინისტრი აღნიშნავს, ჯერჯერობით არსებობს რესურსი, რომ სწორი კომუნიკაციის საფუძველზე წაახალისონ მოქალაქეები.

24 ოქტომობერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში წინასაარჩევნო შეხვედრების დასრულების შემდეგ, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ სწორი არა მოქალაქეების იძულება, არამედ საჭიროა მათი დარწმუნება.

„მე, როგორ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაცის", - თქვა ღარიბაშვილმა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის თანახმად, 3 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 211 839 აცრა; სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 183 932 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 41.7%; სრულად ვაქცინირებულია 1 009 992 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.24; 2 დეკემბერს აიცრა 11 699 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG