Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგის სასამართლოს პროკურორი ბუჩაში იმყოფებოდა - "უკრაინა დანაშაულის ადგილია"


ჰააგის სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი და უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიკტოვა ბუჩაში. 2022 წლის 13 აპრილი.
ჰააგის სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი და უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიკტოვა ბუჩაში. 2022 წლის 13 აპრილი.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა განაცხადა, რომ უკრაინა „დანაშაულის ადგილია“. ჰააგის სასამართლოს პროკურორი, უკრაინის გენერალურ პროკურორ ირინა ვენედიკტოვასთან ერთად, 13 აპრილს იმყოფებოდა კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში. უკრაინის ხელისუფლების თანახმად, ამ ქალაქიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ ნაპოვნია 400-ზე მეტი მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის გვამები და სამარხები.

კარიმ ხანის განცხადებით, არსებობს გონივრული საფუძველი იმისა, რომ ჩადენილია დანაშაული, რომელიც ხვდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა 28 თებერვლიდან დაიწყო უკრაინაში ომის შესაძლო დანაშაულთა გამოძიება.

პროკურორი უკრაინაში იმყოფებოდა მარტის შუა რიცხვებშიც. კარიმ ხანმა ოფიციალური მიმართვა გაგზავნა რუსეთის ფედერაციაშიც, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრების მიზნით. მოსკოვში აცხადებენ, რომ რუსეთს არ აქვს ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG