Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის უშიშროების სამსახური სოლოვიოვზე თავდასხმის მზადებას გამონაგონს უწოდებს


ვლადიმირ სოლოვიოვი
ვლადიმირ სოლოვიოვი

უკრაინის უშიშროების სამსახურმა "გამონაგონი" უწოდა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) განცხადებას, თითქოს „ნაციონალისტური დაჯგუფება“, უკრაინის უშიშროების სამსახურის შეკვეთით, თავდასხმას ამზადებდა კრემლის პროპაგანდისტ ჟურნალისტზე, ვლადიმირ სოლოვიოვზე.

„უკრაინის უშიშროების სამსახურს არავითარი გეგმები არ აქვს ვ. სოლოვიოვის მკვლელობასთან დაკავშირებით. ამავდროულად, „ფეიკებისა“ და ანტიუკრაინული ზიზღის გათვალისწინებით, რომელსაც ეს არსება ავრცელებს, შესაძლოა, თვითონ დაიხრჩოს თავისი დაბალი სინჯის პროპაგანდისტული საქმიანობის პროდუქტებში“, - აცხადებენ უკრაინის უშიშროების სამსახურში.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ დააკავეს „ნაციონალისტური დაჯგუფების“ ექვსი წევრი, რომლებიც თითქოს ტელეწამყვანის, ვლადიმირ სოლოვიოვის მკვლელობას გეგმავდნენ უკრაინის უშიშროების სამსახურის დავალებით. მათივე ინფორმაციით, დაკავებულებს აღმოუჩინეს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ექვსი პისტოლეტი, ხელყუმბარა, ტყვიები, ნარკოტიკული საშუალებები და ნაციონალისტური ლიტერატურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG