Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განაჩენის მოლოდინში - ინტერვიუ ნიკა გვარამიასთან


განაჩენის მოლოდინში - ინტერვიუ ნიკა გვარამიასთან
please wait

No media source currently available

0:00 0:13:46 0:00

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია.

ტელეკომპანია “რუსთავის 2”-ის ქონების გაფლანგვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესები უკვე დასრულდა. ამ საქმეზე, რომელიც ორ წელიწად-ნახევარი გრძელდებოდა, ბრალი წაყენებულ აქვთ: ნიკა გვარამიას, როგორც "რუსთავის 2"-ის ყოფილ დირექტორს, ტელეკომპანიის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიასა და “ინტერ მედია პლუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილს. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

ნიკა გვარამია დაპატიმრებას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ მოსამართლე „კრიტიკული მედიის გასაჩუმებლად პოლიტიკურ დაკვეთას შეასრულებს“. დასკვნით სიტყვაში მან საზოგადოებას, მათ შორის, ბიზნესმენებს რთულ ფინანსურ სიტუაციაში მყოფი „მთავარი არხის“ მხარდაჭერაც სთხოვა და ისიც თქვა, რომ მისი არყოფნა, ოპოზიციური არხის მომავალზეც იქონიებს გავლენას.

რა განაჩენს მოელის „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ვინ დაეხმარება „მთავარს“, როგორ აღმოჩნდა ტელეკომპანია ასეთ რთულ ვითარებაში და რას დაკარგავს საზოგადოება თუ არხი დაიხურა? - ამ და სხვა შეკითხვებს პასუხობს ნიკა გვარამია რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

XS
SM
MD
LG