გადაცემა წიგნები მიმართავს თავის რუბრიკას „ნორვეგიული წიგნის კლუბი“, საუბარი გვექნება სტუმართან, კავკასიის უნივერსიტეტის მედია სკოლის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მეორეკურსელთან, ნანუკა კოხოძესთან. საუბრის თემაა ასტრიდ ლინდგრენის გენიალური პეპი გრძელიწინდა. ერთ დღეს შვედეთის ერთი პატარა ქალაქის გარეუბანში, ძველ ვილაში თავის ცხენთან და მაიმუნთან ერთად ერთი უცნაური გოგო დასახლდება. ის ცხრა წლის პეპილოტა დელიკატესა ჟალუზინა რუკოლპიტნა ეფრაიმის ასული გრძელიწინდა ან, უბრალოდ, პეპი გახლავთ. პეპი მარტო ცხოვრობს, მაგრამ არც კარს მომდგარი ქურდების ეშინია და არც პოლიციელებისა, მისი ბავშვთა სახლში წაყვანა რომ მოუწადინებიათ; ეშინია კი არა, მათ დამალობანას ეთამაშება და ეცეკვება კიდეც…
ეპიზოდები
-
თებერვალი 29, 2024საად შირაზელი
-
თებერვალი 26, 2024სემუელ ბეკეტი
-
თებერვალი 23, 2024იტალო სვევო, ძენოს აღსარება
-
თებერვალი 21, 2024რალფ ელისონი, უჩინარი კაცი
-
თებერვალი 19, 2024ვირჯინია ვულფი, გზა შუქურისკენ
-
თებერვალი 16, 2024ჯონ მაქსველ კუტზეე, იესოს სიკვდილი