Accessibility links

site logo site logo

გაერო: უკრაინაში ომის დროს სექსუალური ძალადობის 124 შემთხვევა გამოვლინდა


უკრაინელი ქალი, რომელიც ჰყვება, როგორ გააუპატიურა რუსმა ჯარისკაცმა. 2022 წლის 11 აპრილი

გაეროს თანახმად, უკრაინაში რუსეთის მერ გაჩაღებული სამხედრო კონფლიქტის დროს, სექსუალური ძალადობის 124 შემთხვევა გამოვლინდა.

სექსუალური ძალადობის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის, პრამილ პატენის განცხადებით, არსებული მონაცემები მხოლოდ აისბერგის წვერია და ომში ძალადობის რეალურ მასშტაბებს არ ასახავს. ომის დროს ჩადენილი სექსუალური დანაშაულების გამოძიების მთავარ დაბრკოლებებად გაერო ასახელებს მსხვერპლთა შიშსა და სირცხვილს, ისაუბრონ ძალადობაზე, ძალიან ბევრ დანაშაულზე, რომელთა გამოძიებისთვის არასაკმარისია გამომძიებელთა რაოდენობა და არ ხდება ოკუპაციის პირობებში დანაშაულის შესახებ შესაბამისი შეტყობინება.

"უკრაინის სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრის" გამგეობის ხელმძღვანელის, ალექსანდრა მატვიჩუკის განცხადებით, გაუპატიურება ყველაზე ფარული დანაშაულია. "ადამიანები, რომლებიც სექსუალურ ძალადობას გადაურჩნენ, ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ან უფლებადამცველებს არ ეუბნებიან", - ამბობს მატვიჩუკი.

უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, სექსუალური ძალადობის ეპიზოდებზე 15 ათასზე მეტი სისხლის სამართლის საქმეა რეგისტრირებული, მაგრამ უკრაინის მრავალი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან, მოწყვეტილია შესაძლებლობას, განაცხადოს დანაშაულის შესახებ უკრაინისა და საერთაშორისო სამართალდამცავ თუ უფლებადამცველ ორგანოებში.


გერმანიის ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს ეხმარებიან, ასევე მიიჩნევს, რომ ომის დროს გაუპატიურებების შესახებ ოფიციალური სტატისტიკა რეალური მდგომარეობის მხოლოდ მცირე ნაწილს ასახავს. წინა სამხედრო კონფლიქტებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთან მუშაობის გამოცდილების მქონე ექსპერტები, მაგალითად, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, ადასტურებენ, რომ მსხვერპლთა უმრავლესობა სტიგმატიზაციის შიშით წლების განმავლობაში არ საუბრობს მომხდარ დანაშაულზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG