Accessibility links

site logo site logo

იცით, ჩვენ ვარსებობთ - გურანდა და ბაო


იცით, ჩვენ ვარსებობთ - გურანდა და ბაო
please wait

No media source currently available

0:00 0:10:43 0:00

ეს არის ამბავი იმაზე, როგორ შეიძლება შეიცვალოს შენი ცხოვრება, როცა ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ შენი შვილი ვერ გაივლის იმ ასაკში, როცა სხვების შვილები უკვე დარბიან, რეაბილიტაციას კი წლები დასჭირდება.

ეს გურანდას და მისი 4 წლის გოგონას, ბაოს ამბავია - მათი ერთობლივი ბრძოლის იმისთვის, რომ ბაომ დამოუკიდებლად გავლა შეძლოს, რომ ადამიანებმა ისწავლონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების დახმარება, რომ ქვეყანა ბაოს მსგავს ბავშვებს ხედავდეს, რომ ქუჩაში, ტრანსპორტში, საჯარო სივრცეებში - ყველგან იყოს ადგილი მათთვის, სადაც დაუბრკოლებლად მისვლას შეძლებენ.

ეს ამბავი იმაზეცაა, როგორ დაიწყო პრობლემებზე ღიად ლაპარაკი ბაოს დედამ, გურანდა ფაჩულიამ. რა დათმო მან, როგორც მარტოხელა დედამ იმისთვის, რომ თავისი გოგონასთვის მიეცა ყველა შესაძლებლობა. მაგალითად, როგორ თქვა უარი ყველა მთარგმნელისთვის საოცნებო ავტორის, ჟოზე სარამაგუს რომანების პორტუგალიურიდან ქართულად თარგმნაზე (გურანდა ფაჩულიას ნათარგმნია ჟოზე ლუიშ პეიშოტუს „გალვეიაში“), ტანგოს ცეკვაზე, ხატვაზე...

და პირიქით, ამბავი იმაზეც, მიუხედავად უამრავი სირთულისა, რას ვერ შეელია.

და როგორ დაიწყო გამოსავლის ძიება - ბაოს და თავისი მომავლისთვის.

XS
SM
MD
LG