Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამა ოჯახური ტიპის პანსიონატშია - ნანიკო ხაზარაძის ამბავი


მამა ოჯახური ტიპის პანსიონატშია - ნანიკო ხაზარაძის ამბავი
please wait

No media source currently available

0:00 0:14:18 0:00

ორი წლის წინ, ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ დემენციით დაავადებული მამა ოჯახური ტიპის პანსიონატში წაიყვანა.

როცა ნანიკომ, მისთვის ამ ძალიან რთული გადაწყვეტილების ახსნა სოციალურ ქსელში, საჯაროდ სცადა, მის მიმართ წამოსულმა კრიტიკამ ყოველგვარ წინასწარ მოლოდინს გადააჭარბა. ნანიკოს იმისთვისაც კი მოუწია სასამართლოში ბრძოლა, რომ მამის მეურვედ ის დარჩენილიყო.

მას მერე საქართველოში ხანდაზმულთა სახლების და მსგავსი პანსიონატების რიცხვმაც მოიმატა და იქ, საჭიროების შემთხვევაში, მშობლების ან ახლობელი მოხუცების წაყვანის ფაქტებმაც. თუმცა ასეთ ამბებს დღემდე ადევს ტაბუ საქართველოში.

რა ხდება მაშინ, თუ გარკვეული მიზეზების გამო, გიწევს მშობელი ხანდაზმულთა სახლში გაუშვა და რატომ ერიდება ამაზე ღიად ლაპარაკს უმრავლესობა? რა ხვდებათ მათ იქ და რატომ არის ასე მძლავრი სტიგმა საზოგადოებაში მსგავსი გადაწყვეტილებების დროს? ან რას სთავაზობს სახელმწიფო ხანდაზმულებს, რომლებიც ამ ქვეყნის მოსახლოების 20%-ს შეადგენენ?

ნანიკო ხაზარაძის ამბავი ამ კითხვებს ნაწილობრივ სცემს პასუხს.

XS
SM
MD
LG