გადაცემა „წიგნები“ რუბრიკით „ქართული“ ისევ და ისევ საუბრობს გალაკტიონზე. ამჟამად საუბარი შეეხება მტრობას, რომელიც გალაკტიონმა ნახა სიცოცხლეში და რომელიც მისი სიკვდილის შემდეგაც გრძელდებოდა. გალაკტიონი წერს დღიურში: „გალაკტიონი დიდია, გალაკტიონი უკვდავია, პრემია კი სხვას...“ იცოდა, რომ ყველაზე დიდი იყო, მაგრამ პრემია მაინც უნდოდა, უნდოდა, სხვებსაც სცოდნოდათ. ერთი პოეტისგან მან განსაკუთრებული შეფასებები დაიმსახურა: – არ ვარგა სრულებით, ბოდვაა. ყოველივე ამას ლექსი ან პოეზია ჰქვია, ჰეი, ბრძენო, უვიცო და უნიჭო კრიტიკოსებო? შედევრია, როგორც აბდაუბდისა და ბოდვის სრული გამოვლენისა. აბდაუბდა გალაქტიონ ტაბიძესეული, რაც ასე მოსწონთ უვიც დეგენერატებს. როგორ უპასუხებს ამგვარ დამოკიდებულებას პოეტი?..
ეპიზოდები
-
თებერვალი 29, 2024საად შირაზელი
-
თებერვალი 26, 2024სემუელ ბეკეტი
-
თებერვალი 23, 2024იტალო სვევო, ძენოს აღსარება
-
თებერვალი 21, 2024რალფ ელისონი, უჩინარი კაცი
-
თებერვალი 19, 2024ვირჯინია ვულფი, გზა შუქურისკენ
-
თებერვალი 16, 2024ჯონ მაქსველ კუტზეე, იესოს სიკვდილი