Accessibility links

site logo site logo

ფუტკრებთან მოლაპარაკე


ფუტკრებთან მოლაპარაკე
please wait

No media source currently available

0:00 0:09:33 0:00

თუ ფუტკრებს უმეგობრდები, მათი ენა უნდა გესმოდეს - სხვანაირად არაფერი გამოვა. ასეა უკვე წლებია ქობულეთელი მეფუტკრის, ფერმერის და მასწავლებლის, გია რომანაძისთვისაც. 12 წლისა იყო, ბაბუამ რომ ფუტკრის ერთი ოჯახი აჩუქა და მათი ცხოვრების საიდუმლო დეტალების სწავლაც მაშინ დაიწყო. თუმცა ფუტკრის ყოლა და მოვლა მისთვის მხოლოდ თაფლის ან ფუტკრის სხვა პროდუქტების მოპოვებას არ ნიშნავს - მეფუტკრეობის გზა, პროფესიით მათემატიკოსი გია რომანაძისთვის, ფუტკრის შესახებ მეცნიერებამდე მიდის.

მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში ლექტორობას თავი დაანება, გია რომანაძე ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში თავის სტუდენტებს მეფუტკრეობას ასწავლის და ცდილობს მათ თანამედროვე ცოდნა მიაწოდოს. მის გაკვეთილებზე გვერდიგვერდ მსხდარან 70-ს გადაცილებული გამოცდილი მეფუტკრეც და 16 წლის დამწყებიც.

ვინც ერთხელ მაინც მოხვედრილა გია რომანაძის სახლში, სოფელ წყავროკაში და მისი კარ-მიდამო უნახავს, კივის და სხვადასხვა ჯიშის მანდარინის პლანტაციებით, სხვა უცნაური ჯიშის მცენარეებით, მისი ფუტკრებით, შინაური ცხოველებით, ის აუცილებლად შეამჩნევდა მთავარს - სიყვარულს ყველაფერ იმის მიმართ, რასაც აკეთებს. არც მისი ტელეფონი ჩერდება - ხან სკა ჰყავს ვინმეს საშველი, ხან კივის გასხვლის თუ დამყნობის რჩევის მიღება უნდათ. უპასუხოდ, როგორც წესი, არავინ რჩება.

XS
SM
MD
LG