Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის უმსხვილესმა ბანკმა შეწყვიტა რუსული გადახდის სისტემა "მირის" ბარათების მიღება


ყაზახეთის უმსხვილესმა სახალხო ბანკმა (ხალილ ბანკმა) და ვიეტნამის BIDV-მა შეწყვიტეს რუსეთის გადახდის სისტემა "მირის" ბარათების მომსახურება
ყაზახეთის უმსხვილესმა სახალხო ბანკმა (ხალილ ბანკმა) და ვიეტნამის BIDV-მა შეწყვიტეს რუსეთის გადახდის სისტემა "მირის" ბარათების მომსახურება

ყაზახეთის უმსხვილესმა სახალხო ბანკმა (ხალილ ბანკმა) და ვიეტნამის BIDV-მა შეწყვიტეს რუსეთის გადახდის სისტემა "მირის" ბარათების მომსახურება, აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთქმული გაფრთხილების ფონზე, რომ მზად არის სანქციები დაუწესოს იმ საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც რუსეთის ფარგლებს გარეთ რუსული გადახდის სისტემის გამოყენებას შეუწყობენ ხელს.

ყაზახეთის სახალხო ბანკის ქოლცენტრში გამოცემა "იზვესტიას" აცნობეს, რომ რუსული ბარათების მომსახურება აღარ ხდება არც ბანკომატების და არც ტერმინალების საშუალებით. ანალოგიური ინფორმაცია იქნა მიღებული ვიეტნამის ბანკისგანაც.
მანამდე, 19 სექტემბერს, გადახდის სისტემა "მირთან" თანამშრომლობა დროებით შეაჩერა თურქეთის ორმა უმსხვილესმა ბანკმა, Iş Bankası-მ и DenizBank-მა.

გასულ კვირას ამერიკულმა გამოცემა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი ზეწოლას ახდენენ თურქეთზე რუსულ ბანკებთან და, კერძოდ, რუსულ გადახდის სისტემა "მირთან" თანამშრომლობის გამო, რამაც რუსებს საშუალება მისცა, გვერდი აუარონ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაწესებულ სანქციებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მას განზრახული აქვს, შეებრძოლოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების თავიდან აცილებას არა მხოლოდ თურქეთში, არამედ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG