Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განსხვავებული სახე


განსხვავებული სახე
please wait

No media source currently available

0:00 0:06:50 0:00

გიორგი თედეევი ხუთი წლის იყო, როცა პირველად გაიაზრა, რომ გარეგნულად სხვებისგან განსხვავდებოდა. მის მეგობრებს არ ჰქონდათ მისნაირი ხალი სახეზე, მათ არავინ აკვირდებოდა მუდმივად და მათკენ არავინ იშვერდა ხელს.

ამ განმასხვავებელი ნიშნის გამო, მის ცხოვრებაში ბევრი უსიამოვნო მომენტიც ყოფილა - სკოლაშიც, მას მერეც. უარი სამსახურზე, მეგობრობაზე, სიყვარულზეც. საკუთარი თავის ასეთად მიღებას დიდი დრო დასჭირდა და როგორც გიორგი გვიყვება, შინაგანი ბრძოლაც.

დღეს ის 32 წლისაა და დროდადრო მაინც უწევს პასუხის გაცემა იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც სილამაზე საყოველთაოდ მიღებულ და საზოგადოების მიერ დადგენილ სტანდარტებში ჯდება. მაინც ვიღლები - მე ერთი ვარ, ისინი კი ბევრნი, - გვეუბნება გიორგი თედეევი, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ოცნებობს იმ დღეზე, როცა ოპერაციას გაიკეთებს და ჰემანგიომას მოიშორებს.

XS
SM
MD
LG