Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გადაიდო დაგეგმილი გამოსახლება კეკელიძის პირველი ნომრიდან?


5 ოქტომბერს კეკელიძის პირველ ნომერში დაგეგმილი გამოსახლება, აღსრულების ბიუროს მოულოდნელი გადაწყვეტილებით, გადაიდო. დილით, გამოსახლებამდე ორი საათით ადრე, ბინის ყოფილ პატრონს, მარინა ხატიაშვილს აღსრულების ბიუროდან შეატყობინეს, რომ ბიუროს წარმომადგენლები მოლაპარაკებაზე მისვლას გეგმავდნენ.

რა ვადით გადაიდო მარინა ხატიაშვილის ოთხსულიანი ოჯახის გამოსახლება კეკელიძის პირველ ნომერში მდებარე ბინიდან, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ გამოსახლების გადავადების მიზეზი დაძაბულობის თავიდან აცილება იყო. შესაბამისად, აღსრულების პოლიციამ გამოიყენა მისი დისკრეციული უფლებამოსილება და გამოსახლების პროცესი, ჯერჯერობით, გაურკვეველი ვადით გადაიდო.

კეკელიძის პირველ ნომერში მდებარე ბინა თითქმის ოთხი წელია მარინა ხატიაშვილს აღარ ეკუთვნის. ბინა 2018 წელს, მას შემდეგ გაიყიდა აუქციონზე, რაც მან ვეღარ შეძლო იპოთეკარებისთვის ყოველთვიური სესხის გადახდა. მარინა ხატიაშვილის ადვოკატის თქმით, ისინი მზად არიან, 10 დღის განმავლობაში, კრედიტორს გადაუხადონ 70 ათასი დოლარი, იმაზე მეტი თანხა, რაც კრედიტორს სააღსრულებო ფურცლის მიხედვით აქვს ასაღები.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა კრედიტორის ადვოკატს, იმის გასარკვევად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, თუმცა ადვოკატი კომენტარზე უარს გვეუბნება.

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG